ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ

ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის საზღვაო საგანგებო სიტუაციების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ტანკერი Eventin-ი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედის და მის ბორტზე 99 000 ტონა ნავთობია.

რუსული ტანკერი მწყობრიდან გუშინ საღამოს გამოვიდა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო მანევრირებას ვერ ახერხებს.

გერმანული მხარის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს დაზიანებები არ აღენიშნება, გარემოს საფრთხე არ ემუქრება და ეკიპაჟის ევაკუაცია საჭირო არ არის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი