ზვიად ცეცხლაძის მამა - მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები - მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს

მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს, საქართველოში აღარ არის, მკვდარია! ფსკერია სასამართლო. მოსამართლე ხუსკივაძე არის ფსკერს ქვევით, მოსამართლე ხუსკივაძე არის უგულო, ცივი, მკვდარი ადამიანი, როგორი სამართალიც არის ამ ქვეყანაში. ასეთი პრეცედენტი დედამიწას არ ახსოვს, მოსამართლემ ერთ პატარა ოთახში გადაწყვიტა ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს. ერთი ის აკლიათ, ე.წ. ტროიკა შექმნან და ხალხი დახვრიტონ ოთახებში, სადარბაზოებში და ა.შ.

ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს, რასაც უკეთებენ საკუთარ მოსახლეობას. ტყუილად არ სკანდირებდნენ დღეს, „რევოლუციას“. ესენი ისე გააკეთებენ და ისე მიიყვანენ საქმეს, რომ მიიღებენ რევოლუციას ამ ქვეყანაში და დახვრიტონ და გაანადგურონ საქართველოს მოსახლეობა და დარჩნენ თვითონ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს, მოკლე, პატარა ბანდა, რომელიც დღეს ქვეყანას არაადამიანურად მართავს“-განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო