საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ადვოკატები მოსამართლეს - უარს არ ვაცხადებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას, გთხოვთ, სხდომა გადაიტანოთ შესაბამის დარბაზში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატები მოსამართლეს ირაკლი ხუსკივაძეს განცხადებით მიმართავენ, სასამართლო პროცესი შესაბამის დარბაზში გადაიტანოს და აცხადებენ, რომ ისინი ბრალდებულების დაცვაზე უარს არ ამბობენ.

შესაბამის განცხადებაში, ადვოკატები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რის გამოც მათ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, სასამართლოსგან სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას ითხოვენ.

„ბატონო ირაკლი, თქვენს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძის, ინსაფ ალიევის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის მიმართ 225-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე. ჩვენ წარმოვადგენთ ბრალდებულთა ინტერესებს, რომლის აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობდა, რა დროსაც დარბაზში არ იყო სათანადო პირობები, არც ბრალდებულთათვის, არც ადვოკატებისთვის. ამის მიუხედავად ჩვენი შუამდგომლობა, პროცესის შესაბამის დარბაზში გადატანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც ბრალდებული გახდა ცუდად, აუცილებელი გახდა სამედიცინო დახმარება. სასამართლომ არცერთი ნახსენები გარემოება არ გაითვალისწინა, რის გამოც ბრალდებულები და ადვოკატები იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა დარბაზი, ისე რომ ყველა ადვოკატის პოზიცია არ მოგისმენიათ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატები, ვრჩებით უფლებადამცველებად. გთხოვთ, მოგვცეთ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ჩვენ არ ვაცხადებთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე. გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას. გთხოვთ, სხდომა გადაიტანოთ შესაბამის დარბაზში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო