მოსამართლის განცხადებით, სამედიცინო დასკვნაში არსად წერია, რომ ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე  შეუძლოდ უჰაერობის გამო გახდა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, რომელიც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს განიხილავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო დასკვნა წაიკითხა, რომელიც 21 წელს მიუღწეველი პირის, ირაკლი მიმინოშვილის შეუძლოდ გახდომისას შედგა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ დასკვნაში არსად წერია, რომ მიმინოშვილი შეუძლოდ უჰაერობის გამო გახდა.

„წერია, რომ პაციენტი კანკალს და შემცივნებას უჩიოდა, რასაც სტრესულ ფონს უკავშირებდა. თუკი სადმე ამოიკითხავთ, რომ მას უჰაერობის გამო დასჭირდა დახმარება, მიმითითეთ",- მიმართა მოსამართლემ ადვოკატებს.

ამასთან მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარი მიზეზია, თუ რატომ არიდებს თავს დაცვის მხარე პროცესზე გამოცხადებას თავს.

„ეს გამოუცხადებლობას, თავის არიდებას უთანაბრდება და შუამდგომლობის განხილვის გადადებას არ ექვემდებარება",- განაცხადა ხუსკივაძემ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატის განცხადებით, სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი