დავით დოიაშვილი - მოვითხოვთ, ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას!

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერასოდეს ნახავენ მორჩილ თეატრს.

„ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა.

ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თავისი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი თეატრი! ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი.

თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს",- განაცხადა დავით დოიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება