ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მმართველი რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია - ადამიანებს დაკუჭული ქაღალდის და ბოთლის სროლისთვის ციხეში უშვებენ

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მმართველი რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, მეტი არაფერი - ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ასობით მოქალაქე აწამეს, ადამიანებს დაკუჭული ქაღალდის და ბოთლის სროლისთვის ციხეში უშვებენ,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების შესახებ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ეს პროცესები რუსული რეჟიმის სახეა.

„საქართველოში არ არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემა. ზუსტად ისე, როგორც იყო საბჭოთა სისტემის დროს, ზუსტად ისე, როგორც არის დღეს რუსეთში ან ბელარუსში, მართლმსაჯულების სისტემა არის მმართველი რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, მეტი არაფერი. ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ასობით ადამიანი აწამეს და ათობით შემთხვევა იყო, როდესაც „ტიტუშკები“ ესხმოდნენ ადამიანებს თავს, რამდენიმე შემთხვევაში კამერებზე დაფიქსირდა, რომ პოლიციელები იქვე იყვნენ და ხელს არ ანძრევენ, თუმცა არცერთი ადამიანია დასჯილი, ადამიანებს ასამართლებენ დაკუჭული ქაღალდის და ბოთლის სროლისთვის, ციხეში უშვებენ. გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. რუსული რეჟიმის სახეა. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი არ გვინდა, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ესმით, რომ ახლა აქციებში მონაწილეობა მთავარი საქმეა და ამიტომ, პროტესტი არ გაჩერდება.

„ხალხს გააზრებული აქვს, რატომ გამოდის ყოველ დღე აქ. ესმით, რომ ეს არის მთავარი საქმე, რაც შეიძლება ახლა გააკეთონ. თუ არ გამოვლენ, თუ გაჩერდებიან და პროტესტი შეწყდება, საბოლოოდ, ეს ქვეყანა ბოლომდე გარუსდება იმ გაგებით, რომ პროტესტი აღარ იქნება, აღარც სამოქალაქო სექტორი იარსებებს, აღარც კრიტიკული მედია და აღარ ოპოზიცია. ამ პროტესტზე დგას ახლა ყველაფერი, მათ შორის, გარედან მხარდაჭერაც. ეს ესმით ამ ადამიანებს. აქციის დაანონებაც აღარაა საჭირო, ყველა ხედავს, რომ ადამიანები გამოდიან და უბრალოდ დგანან, ერთმანეთში საუბრობენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ეს ხალხი არ შევა შიგნით, სანამ არ მოიგებს ამ ბრძოლას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი