ჯო უილსონი - შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით - ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას

ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას”, - წერს უილსონი.

ამასთან, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის მიერ 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს”.

"გეთანხმებით, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადუროს რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ორივე არალეგიტიმურია!"- წერს უილსონი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს” და ხაზი გაუსვა, რომ “ეს თავისუფლებისთვის მებრძოლები არ უნდა დაშავდნენ, უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლები”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი