შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი ამაღლობელის დაკავებას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობად აფასებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

“რომ მოვედით, გვქონდა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელი გამოუშვეს დაკავების შემდგომ, თუმცა მალევე ისევ მოხდა მისი დაკავება. ეს არის ჟურნალისტების დევნა, ტერორის და ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ჟურნალისტების დევნა, დაშინება და ის, რაც ხდება ბელარუსში და რუსეთში, საქართველოში ვერ მოხდება. ამისთვის ვართ მოსულები. სპონტანურად მოვედით და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმში შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. “ბათუმელები” დიდი ხანია ეჩხირებათ ყელში. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია რომ არ მოსწონთ, ვიცით, მაგრამ ჟურნალისტების დევნა, დაკავება, ძალადობა არ გაუვათ და არ შერჩებათ”,- განაცხადა "პუბლიკის" მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.

ცნობისთვის, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დღეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად დაკავების შემდეგ, ის დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი, “ბათუმელების” ინფორმაციით, ის კვლავ დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი