ჯო უილსონი - როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან "ჩინეთის კომუნისტური პარტიის", ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები

მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა, ორივე რეჟიმი კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან "ჩინეთის კომუნისტური პარტიის", ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები”,-წერს უილსონი.

უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება