რობერტ ფიცო - ვოლოდიმირ ზელენსკი დადის ევროპაში, მათხოვრობს, აშანტაჟებს სხვებს და ფულს ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ის დადის ევროპაში, უბრალოდ მათხოვრობს და აშანტაჟებს სხვებს, ფულს ითხოვს. ეს უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ფიცომ.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ოპოზიციამ მოითხოვა, რომელმაც ფიცოს მოსკოვში, რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა და ასევე მოითხოვა ინფორმაცია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

ფიცოს თქმით, მომზადდა უკრაინიდან სლოვაკეთში გაზის ტრანზიტის საკითხის გადაწყვეტის ორი ვარიანტი, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაეთანხმა.

ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სლოვაკეთს აზერბაიჯანული გაზი მიწოდებოდა, მაგრამ, ფიცოს თქმით, ეს შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა.

მეორე ვარიანტი იყო კომპანია SPP-ის წინადადება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შვილობილი კომპანიის შექმნაზე უკრაინის გავლით გაზის სლოვაკეთში გადატანის მიზნით.

ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს არასანდო უწოდა განაცხადა, რომ ზოგჯერ ის „ყელში ჰყავთ ამოსული“. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო, როდესაც საქმე ენერგომომარაგებას ეხებოდა.

„რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, არასდროს მოვუტყუებივართ“, - აღნიშნა ფიცომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის