ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ყველაზე დიდი არის პალისეიდსის ხანძარი, რომელიც, დაახლოებით, 23 654 აკრ ტერიტორიაზე ვრცელდება. ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 11%-ი, ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს. სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14 118 აკრს, ამ დროისთვის ხანძრის 15%-ი ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1 052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია 90%-ი, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.

დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 - პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი