ელენე ხოშტარია პოლიციას - რუს ირაკლი დგებუაძეს პასუხი უნდა ვაგებინო, სად არის?

რუს ირაკლი დგებუაძეს პასუხი უნდა ვაგებინო, სად არის? - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციელებს.

მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ პოლიციელები ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან.

“თქვენ გყავთ მონა უფროსი? მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა. მე მინდა, რუსის მონას, დგებუაძე, ვაგებინო პასუხი, თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები, სად არიან, რატომ იმალებიან, ჩვენს ქვეყანას ევროპა უნდა. სად არის დგებუაძე, პოლიტიკურ დისკუსიას ნუ მიმართავთ. კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა, გინახავთ დასისხლიანებული ხალხი? გურამ როგავა ნახეთ?",- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციას, რაზეც სამართალდამცველმა უპასუხე:

“თქვენ ხართ ემოციური და ძალადობისკენ მოუწოდებთ. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას”,- განუცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს