პიტერ სიიარტო - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საწვავის ფასის ზრდას იწვევს - სანქციების ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო პაკეტი ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას და საწვავის ფასების ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„სანქციების ეს ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას, რადგან სანქციების სიაში აქ, ცენტრალურ ევროპაში შედის კომპანია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სერბეთისთვის ნავთობის მიწოდებაში“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სანქციები იწვევს ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებას და შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ცენტრალურ ევროპაში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს განვახორციელებთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან უახლოეს დღეებში და კვირებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ენერგეტიკული სანქციების გავლენა საწვავის ფასების ზრდაზე, რათა დავიცვათ უნგრელი ხალხი და ცენტრალური ევროპის ეკონომიკა. ვიცით, რომ საწვავის ფასების ზრდა არა მხოლოდ უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, აუტანელს ხდის ადამიანების ცხოვრებას, ართულებს მათ ცხოვრებას და ზრდის მათ ხარჯებს, არამედ უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 10 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები ასევე შეეხო 183 ტანკერს, მოვაჭრეებს, ნავთობსერვისის კომპანიებს, რიგი ნავთობკომპანიის ხელმძღვანელებს და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი