ნიკა მელია - მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს - წარსულს ჩაბარდება მათი საქმიანობა

მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ - დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან” გამოსულ ერთ-ერთ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც ნიკა მელიამ განმარტა, წარსულს ჩაბარდება აღნიშნული მოსამართლეების საქმიანობა.

“ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე გამოვიდა, ჯალათი მოსამართლე. ის საზოგადოებაში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ნაწამები ადამიანები მიჰყავდათ მათთან სასამართლოში და არც კი ეკითხებოდნენ როგორ აღმოჩნდა ყველა უსასტიკესად ნაცემი. დავალებას ასრულებენ. მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ. არ გამოუვათ, ხალხი სამართალს ითხოვს. დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა. წარსულს ჩაბარდება მათი საქმიანობა”, - აღნიშნა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს