ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე - ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ!

ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ! - პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მოქალაქესა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რასაც ზარქუა „პროვოკატორების მიერ დადგმულ სპექტაკლს” უწოდებს.

„თუ ასე განიცდიან მიტინგის ამბებს და დაპატიმრებულ მეგობრებს“, მაშინ დასასვენებლად რა უნდათ.

„რადგან ასეთი რეაქცია მოყვა, ამიტომ თავს ვთვლი [ვალდებულად] ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ, “გაიჩალიჩა” , ასე უფრო მართებული იქნება, ამის თქმა. თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ, მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა, მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ, „პოლიცია, პოლიციის“ ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი..

ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა, ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა, მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს!

ეს არის რეალობა… ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ!

პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან! ისე, ერთი კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს.. თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ? მანდ რატომ არ “ცოტნედადიანობთ” თქვე “ჩუსტებო” თქვენა!! P.s პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, ”იზვინი ბრატ” .. გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!“ , - წერს ირაკლი ზარქუა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს