„გახარია საქართველოსთვის“ - ბათუმში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა შორისაა ელიზბარ ჩხიკვაძე.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“.

„ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს!

რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - იცხოვრონ ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში.

თავისუფლება უკანონო პატიმრებს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, - წერია პარტიის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი