„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. არსებული ცნობებით, ადგილზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება