აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ მიემართებიან

აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი.

ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.

“ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ. ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია და არ დავუშვებთ თავისუფალი ადამიანების ციხეში გამოკეტვას”, - აღნიშნავენ ისინი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა