მამუკა ხაზარაძე - თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო! , -ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ოლიგარქიული რეჟიმი ვითარების უკიდურეს გამწვავებაზე მიდის და პროტესტის მონაწილეთა ძალისმიერ დაკავებებს განაგრძობს.“

„დღეს ბათუმში ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს, გუშინ ვაჟა დარჩია, მანამდე ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და მათთან ერთად ასობით ადამიანი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და თავისუფლებისთვის იბრძვის!

მათი ეს ბრძოლა წმინდაა და მართალი! ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას!

ჩვენ ერთად ვდგავართ! არცერთ დაკავებულ ახალგაზრდას არ დავტოვებთ დაცვის გარეშე!

ბოლომდე ვიბროლებთ ძლიერი საქართველოსთვის და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - გამარჯვება ჩვენია!“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს