ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა კიმ ჩენ ინს თავისი ხალხი გადასცეს, თუ მას რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებში მათი გაცვლის ორგანიზება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გაცვლის ფარგლებში, ისინი სამშობლოში დააბრუნოს.

„ჩრდილოეთ კორეელი პირველი დატყვევებული ჯარისკაცების გარდა, უდავოდ იქნებიან სხვებიც. დროის საკითხია, სანამ ჩვენი ბიჭები შეძლებენ მეტის ხელში ჩაგდებას. უკრაინა მზადაა გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ მას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებში მათი გაცვლის ორგანიზება შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს, როდესაც ეკითხებიან, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს უთხრეს, რომ ის უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. მან ასევე თქვა, რომ სურდა უკრაინაში დარჩენა და ცხოვრება, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ მოიქცევა, როგორც ეტყვიან. "თუ უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდება. თუ მიეცემა საშუალება აქ დარჩეს, დარჩება", - აღნიშნა თარჯიმანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა გზებიც. კერძოდ, იმ კორეელებს, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობასთან დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ სიმართლის კორეულად გავრცელებით, მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი