ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

მოსამართლემ 12 პირის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც გამოძიება 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავება.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეებს სრული უფლება ჰქონდათ, ქუჩა გადაეკეტათ, რადგან საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე შეადგინეს სამართალდამცველებმა ოქმები.

როგორც წულუკიძე აღნიშნავს, საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

„დღეს გაიმართება 16 დეკემბერს აქციაზე გამოსული მოქალაქეების, 12 დემონსტრანტის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვის პროცესები. აქ საუბარია გზის უკანონო გადაკეტვაზე. ამას ედავება ამ 12 პირს ოქმის შემდგენი მხარე და ვნახავთ უკვე პროცესზე, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე დავობენ, რომ უკანონოდ გადაიკეტა გზა. ჩვენ გვაქვს არა ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რეალურად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იმყოფებოდნენ აქციაზე. სავსებით საკმარისი იყო ის რაოდენობა, რაც შეკრებილი იყო გამსახურდიას ქუჩაზე და მათ ჰქონდათ სრული უფლება, გადაეკეტათ აღნიშნული ტერიტორია. ამდენად, ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ოქმის შედგენის საფუძველი. დღეს ჩატარდება 12-ვე პროცესი. ფაქტობრივად, 20-20 წუთი არის გამოყოფილი ამ პროცესებისთვის. არ ვიცი, რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს, თუმცა ჩვენ დავესწრებით და ვნახავთ, როგორ მოხდება საქმეების განხილვა. ჩვენ გვაქვს წარდგენილი რამდენიმე განცხადება, შუამდგომლობა. ვითხოვთ მათ დაკმაყოფილებას და ველოდებით მოსამართლის პასუხის აღნიშნულ განცხადებებზე,“ - განაცხადა თამარ წულუკიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის