დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - არ ვფიქრობ, რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან, თუნდაც ყირიმიდან, ყველა რუსს განვდევნით - პრეზიდენტმა ტრამპმა ეს რეალობა აღიარა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.

„მზადება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის გადმოსახედიდან, ვერ შეძლებ შეთანხმებას, თუ არ გაქვს რაიმე სახის ურთიერთობა და დიალოგი მეორე მხარესთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავამყარებთ უახლოეს თვეებში“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა ABC-თან ინტერვიუში.

ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის რეალურ ვადებზე კომენტირებისას მან განაცხადა:

„გვსურს მისი ნახვა ყოველ წუთს, ყოველდღე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური პირველი ნაბიჯი ორივე მხარისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს შევიდეთ რაიმე სახის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ჩარჩოებში“.

ამასთან, მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თავის ტერიტორიიდან რუსეთის ბოლომდე განდევნას.

„ყველამ იცის, რომ ეს რაღაცნაირად დიპლომატიურად უნდა დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან ყველა რუსს განვდევნით, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას“, - აღნიშნა უოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს