„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის სტატუსით „ხალხის ძალის“ დეპუტატები ჩაერთვებიან

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაული უნდა გამოიძიოს და 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მოამზადოს, ოპოზიციის სტატუსით „ხალხის ძალის“ დეპუტატები ჩაერთვებიან.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს და „ხალხის ძალა“ სწორედ ოპოზიციის კვოტით ჩაერთვება.

მისივე თქმით, კომისიის წევრთა რაოდენობა და კონფიგურაცია თებერვლის პირველ კვირას გახდება ცნობილი, როცა საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს დაადგინა პრაქტიკამ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმა, სადაც პირდაპირ წერია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილია სისტემური დანაშაული. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ. ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ როგორც თავის დროზე, ჰიტლერის პარტია გასამართლდა, მათ ბევრი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. აქ ბევრი დრო არ იქნება საჭირო - ყველაფერი ხელის გულზე დევს!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება