ლადო ბოჟაძე - ყველას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, როგორი რეჟიმი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რათა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება კარგად დაინახონ!

ყველას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ როგორი რეჟიმი იყო “ნაციონალური მოძრაობა”, რათა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსხვავება კარგად დაინახონ! - ასე ხსნის “ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო ბოჟაძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდის დანაშაული უნდა გამოიძიოს და 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მოამზადოს.

ამასთან, ბოჟაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, პარლამენტში შექმნილია პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალა”, რომელიც უმრავლესობის შემადგენლობიდან გასულია და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, როგორც ოპოზიცია, “ხალხის ძალა” ჩაერთვება.

მისივე ინფორმაციით, ახლა გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში და ვინ უხელმძღვანელებს კომისიას.

ბოჟაძემ აღნიშნა ისიც, რომ ძალიან გაუხარდებათ თუ პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” შევა და საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვება.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დადგა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის ეს იყო კოჰაბიტაცია.

ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დავასრულებდით და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებდით, თუკი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად მათი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, სამართლებრივად გასამართლდეს.

კომისია თებერვალში შეიქმნება და მისი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება 2008 წლის ომი, ადამიანის უფლებები, მედიასთან ურთიერთობა, ბიზნესის რეკეტი, ციხეებში არსებული მდგომარეობა”, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის