დავით მათიკაშვილი - როცა ცდილობ პოლიციელს მხარზე სტიკერი დააკრა, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანს სახეში სილას ულაწუნებ, ვინც არ უნდა იყო, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს უნდა დაელოდო - კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პოლიციის პასუხი არის ადეკვატური

როცა ცდილობ პოლიციელს მხარზე სტიკერი დააკრა, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანს სახეში სილას ულაწუნებ, ვინც არ უნდა იყო, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს უნდა დაელოდო - ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პოლიციის მხრიდან არის ადეკვატური პასუხი! - ასე ეხმაურება ქალაქ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

მათიკაშვილის შეფასებით, „მოვლენათა ქრონოლოგიას რომ შევხედოთ, ვერავინ ვერც ერთ ისეთ შემთხვევას ვერ დაასახელებს, როცა პოლიციამ პოლიციური ღონისძიება დემონსტრანტის მხრიდან ძალადობის და კანონის დარღვევის გარეშე განახორციელა“.

„ყველა ქმედება, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელდა, იმ ნაბიჯების ადეკვატური პასუხი იყო, რაც ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან ხდებოდა - გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ დანაწესს არ უნდა არღვევდეს.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს არაერთი ნაბიჯი ვნახეთ, როცა პოლიციელის შეურაცხყოფას, მასთან ფიზიკურ შეხებას ცდილობდნენ, რასაც მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევთ. პოლიციელის ყველა ქმედება იმის ადეკვატური პასუხი იყო, რაც ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან ხდებოდა.

ქართველი პოლიციელების ქმედება ბევრად უფრო რბილი და ჰუმანურია, ვიდრე ევროპის ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს, როცა მომიტინგეებს ძაღლებს უქსევენ და ცხენებით თელავენ მათ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს