ანა ნაცვლიშვილი - არალეგიტიმურმა რეჟიმმა, რომელსაც არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, განაახლა რუსული სტილის რეპრესიები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ - მინდა ვუთხრა მათ, ვერავის შეაშინებთ!

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა სინდისის პატიმარს, რომელიც რუსულ რეჟიმს ჰყავს ტყვედ აყვანილი და კიდევ ერთხელ, ძალიან ხმამაღლა ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაშინებს არალეგიტიმური რეჟიმი! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილი პირობას დებს, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, „სასამართლოს კლანის“ ყველა ლიდერი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით.

„რამდენიმე დღეა არალეგიტიმურმა რეჟიმმა, რომელსაც არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, განაახლა რუსული სტილის რეპრესიები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მინდა ვუთხრა მათ, ვერავის ვერ შეაშინებთ! დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ბათუმსა და თბილისში ბოლო რეპრესიების დროს, ტყვედ არის აყვანილი ჩვენი ორი თანაგუნდელი, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა სინდისის პატიმარს, რომელიც რუსულ რეჟიმს ჰყავს ტყვედ აყვანილი და კიდევ ერთხელ, ძალიან ხმამაღლა ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაშინებს არალეგიტიმური რეჟიმი. ერთადერთი, რის გამოც, ეს რეჟიმი ახერხებს ჯერ კიდევ, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა გაატაროს არის ის, რომ მას აქვს დიდი ხანია დადებული მაფიოზური გარიგება სასამართლო „კლანთან“, რომელიც სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების დროს არ იყო პასუხგაცემული იმ დანაშაულების გამო, რომელიც ამ „კლანის“ წარმომადგენლებს აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე.

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, „კლანის“ ყველა ლიდერი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით რეფორმირებული ევროპული სტანდარტის ქართული მართლმსაჯულების წინაზე და ვერც ერთი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას სასამართლოში. ხოლო იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სასამართლო „კლანს“, მაგრამ არ აქვთ გამბედაობა და ნება, რომ წინ აღუდგნენ უკანონობას სასამართლო სისტემაში, მინდა მივცე ბოლო გაფრთხილება, თქვენ ახლა გაქვთ ბოლო შანსი, რომ გაემიჯნოთ კრიმინალურ რეჟიმს და დადგეთ საქართველოს კონსტიტუციის და კანონის მხარეს, არ შეასრულოთ უკანონო დავალებები და ამით გადაარჩინოთ ამ ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი ამ ქვეყანაში. არჩევანი არის თქვენზე, თორემ შეუერთდებით „კლანის“ ლიდერებს, რომლებსაც არ ასცდებათ ქართული მართლმსაჯულების და ქართველი ხალხის სამართალი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია