პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, ეხმაურება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პროფესიულ კავშირზე დაყრდნობით, გავრცელდა მედიასაშუალებების მიერაც.

ვაცხადებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. აქვე განვმარტავთ, რომ სამსახურს საჯარო მოხელეების გარდა, ამ პერიოდის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების, მათ შორის ექსპერტული სამუშაოს შესასრულებლად ათობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა სხვადასხვა პირთან გაფორმებული და არც ერთი მათგანი ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი