ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს

ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კამპანია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ხორციელდება. ბავშვებს სხვადასხვა სახის სათამაშო, საჩუქრები, ტკბილეული და პროდუქტების კალათები უკვე გადაეცათ. საერთო ჯამში, საახალწლო კამპანიამ 60-მდე პატარა მოიცვა.

"ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვაგრძელებთ კამპანიას "გჯეროდეს სიკეთის", რომელსაც უკვე ცხრა წელია ვახორციელებთ. მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება და პატივისცემა იმ კომპანიების და ინდივიდუალური შემომწირველების მიმართ, რომლებიც ამ პროექტში ერთვებიან და ჩვენი პატარა მეგობრების საახალწლო სურვილების ასრულებაში გვეხმარებიან", - განაცხადა ფონდ „ბილივის“ დამფუძნებელმა მარი ნადარაიამ.

ცნობისთვის, „გჯეროდეს სიკეთის“ - ფონდ ,,ბილივის“ ყოველწლიური საახალწლო კამპანიაა. იგი ფონდის მეგობრების, კერძო კომპანიებისა და ინდივიდუალური შემომწირველების ჩართულობით მე-9 წელია ხორციელდება. საახალწლო კამპანია ,,გჯეროდეს სიკეთის“ 30 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, დასრულდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება