მიხაილ როთი - ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ

ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია.

„მე ამ რეჟიმთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ. სწორედ ამიტომ, ახალი ლეგიტიმური მთავრობისთვის, ახალი ლეგიტიმური პარლამენტისთვის, რომელიც ქუჩაში თავისუფლებისთვის გამოსული ხალხის სახელით საუბრობს, ახალი არჩევნები გვჭირდება. ისინი ქუჩაში არა მაღალი პენსიებისთვის ან უკეთესი კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის გამოდიან, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი