რესტორან „ბაბილოსთან“აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მისი ადვოკატები კი 300-300 ლარით დააჯარიმა

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 300-300 ლარით დააჯარიმა ადვოკატები, რომელთაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ვერ აიტანა, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და „შური იძია“.

„დღეს სასამართლო სამართლიან მართლმსაჯულებას კი არ ეწევა, არამედ სასამართლო გადაიქცა შურისძიების მექანიზმად. დღეს სასამართლომ ის ადამიანი დასაჯა შურისძიების მოტივით. ეს მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა აღნიშნულ რესტორანში. ვერ აიტანა სასამართლომ, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და 12 დღე მიუსაჯა ადამიანს, რომელზეც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა. ასევე დაგვაჯარიმა ადვოკატები იმიტომ, რომ ბოლომდე ვიცავდით თავისუფალ ადამიანებს. ვერავითარი ჯარიმებით ადვოკატებს ვერ შეაშინებენ. ეს მოსამართლე არის შურისძიების მანქანა, რომელიც თავისუფალ ადამიანებზე იძიებს შურს“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება