თინა ხიდაშელი აბუ-დაბიში მომხდარზე - ასეთი მოქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია, პარლამენტმა უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს და დაიწყოს გამოძიება

"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებით, რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეებმა კოოპერაციული ღონისძიების გამართვით „უპრეცედენტო ცინიზმი და დაცინვა აჩვენეს“.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფის გარანტი უნდა იყვნენ, „უზნეო მონები არიან“.

„ქართული საზოგადოების დაცინვაა, მშობლების, იმ ახალგაზრდების, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გამო, მათ მიერ არიან ციხეებში გაშვებული. დაცინვაა მთელი ქართული საპროტესტო მოძრაობის, რაც მცირე არ არის. რა პროპორციებზეც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რა რიცხვებისაც არ უნდა სჯეროდეთ კონკრეტულად ამ ადამიანებს, ვერავინ უარყოფს, რომ საპროტესტო მოძრაობა დიდი და მნიშვნელოვანი შემადგენელი არის. ეს ადამიანები კანონის მსახურნი უნდა იყვნენ, ხვალ და ზეგ ყოველი ჩვენგანის საქმე შეიძლება მათთან მივიდეს. მარტივად დაგვცინეს ყველას, ან დაცინვის დემონსტრირება მოახდინეს გუშინ იმიტომ, რომ ქვეყანაში საიმისო არაფერი ხდება, რომ ასე დემონსტრაციულად შემინულ დარბაზში, ფაქტობრივად, ქუჩაში მოსამართლეები ღრეობას მართავდნენ. არც კი მახსენდება იმ მასშტაბის უზნეობის შემთხვევები, რაც ჩვენ გუშინ რესტორან „ბაბილოში“ ვნახეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი დღის წინ ამ ქვეყანაში საერთო ეროვნულო გლოვა იყო გამოცხადებული“,- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, მოსამართლეები ქეიფს გეგმავდნენ ზუსტად იმ დროს, როდესაც საბერიოში მომხდარ ტრაგედიას 5 ბავშვი ემსხვერპლა.

„სახეზე გვაქვს დიდი, ეროვნული ტრაგედია იმის გამო, რომ ხალხი, რომლებიც უნდა იყვნენ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფის გარანტი, ასეთი უზნეო მონები არიან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ის აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ხოლო დეპუტატებს უფლებამოსილება ჩამოერთვათ.

„ასეთი მოქცევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის გამოც, მათ ხვალვე ამ პარლამენტმა უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება. უნდა დაიწყოს გამოძიება სამივეს [მიმართ] იმიტომ, რომ ასეთი ამბების წახალისება არ შეიძლება. ხელისუფლებას ბუნებრივი მონოპოლია აქვს ძალაზე“,- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება ბოროტებისა და ანგარიშსწორების წახალისება იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს