თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს გერმანიასთან

გერმანია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, პარტნიორების მხარდაჭერა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველ საღამოს პარლამენტის წინ ევროპული მომავლის დასაცავად იკრიბებიან.

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, და რომელმაც ერთხელ უკვე დაასანქცირა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ცხრა წარმომადგენელი, ისევე, როგორც გაწყვიტა პირდაპირი ურთიერთობა ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმთან, მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე და მათ შორის ის, რომ გერმანია ვაიმარის სამკუთხედში - საფრანგეთი, პოლონეთი - ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოსთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად მკაცრი ნაბიჯები იქნება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და უფრო მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს გერმანიასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი და მისი ლიდერი გიორგი გახარია იმყოფებოდა გერმანიაში და შეხვედრა ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ამიტომ, ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, რომელიც სანქციების სახით გამკაცრდება, არის ის გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აი აქ მყოფი უამრავი ადამიანის დამსახურებაა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი