ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე ისაუბრეს

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განთავსების საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და კურსკის ოპერაციაში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების შემუშავების მიზნით.

„ერთ-ერთ ასეთ გარანტიად განვიხილეთ საფრანგეთის ინიციატივა უკრაინაში სამხედრო კონტიგენტების განლაგების შესახებ. ვიმსჯელეთ მისი განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები, შესაძლო გაფართოებასა და ამ პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვაზე“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს