ჯეიკ სალივანი უკრაინაში მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე - უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტია, ეს არის პრობლემა, რომელიც უკრაინამ უნდა მოაგვაროს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი მიიჩნევს რომ დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიუხედავად უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება, - სალივანმა შესაბამისი განცხადება Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, უნდა შეამციროს თუ არა უკრაინამ გაწვევის ასაკი 18 წლამდე, სალივანმა უპასუხა, რომ ქვეყანამ მობილიზაციის ასაკი 27-დან 25-მდე შეამცირა, მაგრამ არმიაში ადამიანური რესურსების პრობლემა დროთა განმავლობაში გამწვავდა.

„გასული წლის განმავლობაში ის უფრო გამწვავდა და გაიზარდა უკრაინის საჭიროება, რომ შეძლოს თავისი ბრიგადებისა და ბატალიონების სრულად დაკომპლექტება - იმიტომ, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ უზარმაზარი საბრძოლო მასალები და სამხედრო აღჭურვილობა, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი მტკიცებით, უკრაინას მოუწევს, ცოცხალი ძალის დეფიციტის პრობლემა გადაჭრას.

„საბოლოოდ, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ, მათ შორის საჯაროდ, განვაცხადეთ რომ ცოცხალი ძალა მწვავე პრობლემაა და ეს არის ის, რისი მოგვარებაც უკრაინას მოუწევს”, - აღნიშნა სალივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება