საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე, ეკლესია წმიდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი ეპისკოპოსი, მქადაგებელი, მწერალი, ქრისტიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწედ ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება