ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს - იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“.

როგორც წარმომადგენლობის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის მდიდარ ისტორიას ასახავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს.

იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება.

დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება