ადვოკატის განცხადებით, აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელმაც ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი ისროლა, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

ზუგდიდში აქციაზე დაკავებული აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ განუცხადა. მისი თქმით, დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს.

„როგორც მარიამ სიჭინავამ მითხრა, დაკავების დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები. უფლებები არ განუმარტავთ, დარეკვის უფლება არ მიუციათ. სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება, თუმცა ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. მარიამი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით სსკ-ის 174 -ე პრიმა მუხლით“, - განაცხადა როლანდ შონიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, გუშინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავა. მისი დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მან საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი ისროლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება