თინა ხიდაშელი - აბუ-დაბიში მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ ის ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პროვოკატორად, რომელიც ახალისებს ძალადობას

მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პროვოკატორად, რომელიც ახალისებს ძალადობას, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა, პირდაპირ არის დაკავშირებული კახა კალაძის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან.

„ის ერთმნიშვნელოვნად, მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ „რამეს გვეტყვით? ხელი მოგხვდებათ", ოღონდ იმის განცდა და გაცნობიერება არ აქვს, რომ საჯარო მოხელეებზე ლაპარაკობს, უფრო მეტიც, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც თავის თავს დეპუტატებს ეძახიან, ოღონდ მიაჩნიათ, რომ ძველი ბიჭებივით შეუძლიათ მოიქცნენ. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ზარქუას წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს