ნონა ქურდოვანიძე აბუ-დაბიში მომხდარზე - ეს შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ის ბატონები, რომლებიც ძალადობდნენ, სახელმწიფოსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი დაპირისპირება სრულიად მიუღებელია და აუცილებელია სახელმწიფოს სათანადო რეაგირება ჰქონდეს.

„რაც მოხდა, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია. არ შეიძლება ის ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ წარმოადგენენ საზოგადოებას და პარლამენტის წევრები არიან, ასე იქცეოდნენ და მოქალაქეს ფიზიკურად თავს ესხმოდნენ. ეს ყველაფერი არის სრულიად მიუღებელი. მომხდარი, მათ შორის შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ეს შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის მომხდარი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ის ბატონები, რომლებიც ძალადობდნენ, სახელმწიფოსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ამასთან, ის რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა მიერ გამართულ კორპორაციულ შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეკრება აჩვენებდა იმას, რომ "მათ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა გააზრებული არ აქვთ".

„ალბათ, ეს იყო სპეციალურად, დემონსტრაციულად საკუთარი ძალაუფლების თუ ერთიანობის ჩვენების მიზნით გაკეთებული, მაგრამ ამან რა შედეგიც გამოიწვია, ყველამ კარგად ვნახეთ", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო