BBC - კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა

კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმირებულმა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციები ერთსა და იმავე შენობაში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გუშინ 6 საათს გაგრძელდა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ „ჰამასი“ შეთანხმების პირველ დღეს სამ მძევლს გაათავისუფლებს, რის შემდეგაც ისრაელი დასახლებული პუნქტებიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს.

ამასთან, შვიდი დღის შემდეგ „ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევალი უნდა გაათავისუფლოს და ისრაელი სამხრეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩრდილოეთში დაბრუნების საშუალებას მისცემს, მაგრამ მხოლოდ ფეხით, სანაპირო გზის გავლით.

შეთანხმების თანახმად, ავტომობილებს, ცხოველებს და სატვირთო მანქანებს შეეძლებათ გადაკვეთონ სალაჰ ალ-დინის გზის მიმდებარე გადასასვლელი, რომელსაც კატარისა და ეგვიპტის ტექნიკური უსაფრთხოების ჯგუფი რენტგენის აპარატის საშუალებით აკონტროლებს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის განმავლობაში, რომელიც 42 დღეს გაგრძელდება, ისრაელის ძალების დარჩენას ფილადელფის დერეფანში და 800 მეტრიანი ბუფერული ზონის შენარჩუნებას აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე.

ისრაელი ასევე დათანხმდა 1 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი „ჰამასი“ 34 მძევალს გაათავისუფლებს.

შეთანხმების მეორე და მესამე ფაზებზე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მე-16 დღეს დაიწყება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ზღვარზეა. ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, რამდენიმე საათში, ან დღეში მოხდეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია