„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, რომ არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, ფაქტებით მანიპულირების მცდელობაა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1-ელი მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას, - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებში დასაქმებულ მოსამსახურეთა სამართლებრივ დახმარებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული უწყებიდან პირის გათავისუფლების შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მიერ თითქოსდა გავრცელდა დეზინფორმაცია.

პირველ რიგში, გვინდა ავღნიშნოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1-ელი მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ მათგან არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, თუმცა არ საუბრობენ იმ დასაქმებულების გათავისუფლებაზე, რომლებიც ამ სტატუსს მიღმა არიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ პირთა მომართვიანობის საფუძველზე წარმოებულ სტატისტიკას და იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალს, საიდანაც ისინი გათავისუფლდნენ. ამ პირებში მოიაზრებიან როგორც საჯარო მოხელის სტატუსის მქონე, ისე სტატუსს მიღმა პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყებებში.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათ მიერ არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და თითქოსდა ჩვენს პროფესიულ კავშირს აქვს მცდელობა, მიზანმიმართულად შელახოს რომელიმე უწყების რეპუტაცია, არის ფაქტებით მანიპულირება და სიცრუე, რადგან მათი მხრიდან მოხდა პირთა გათავისუფლება, რაზეც მეტყველებს როგორც ჩვენთან მომართვიანობა, ისე არაერთი ორგანიზაციისა და საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საჯარო მოსამსახურეებს. შესაბამისად, უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებში დასაქმებულ მოსამსახურეთა სამართლებრივ დახმარებას. აქვე გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი სტატისტიკის, უწყებების ჩამონათვალისა და შემდგომში სასამართლო პროცესების თაობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო