პროკურორი - მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა - პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ, პოლიციელს შურისძიებით მიზნით დაესხა თავს, რაც მძიმე დანაშაულია, - ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩადენილი დანაშაული ბრალდების მხარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა, რომელიც მოსამართლემ გაიზიარა.

„სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ 11 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, შენობის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ის პოლიციელს თავს დაესხა.

პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება.

მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება და შესაბამისად, ეს პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა“, - განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

ამ დროისთვის, ბათუმის სასამართლოსთან აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს