დიმიტრი პესკოვი - აშშ-სთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა - აშშ-ს არასდროს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში

ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენული უფლებაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს ჩვენი სომეხი მეგობრების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა. სომხეთის სუვერენული უფლებაა განავითაროს ურთიერთობები ყველა მიმართულებით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში.

„შეერთებულ შტატებს არასოდეს შეუსრულებია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას. სწორედ ამ ქმედებების კონტექსტში, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს თავის კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გაიყოლოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი