მარტა კოსი - ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერას, რისთვისაც 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი - მზად ვართ 7 მლნ გამოვყოთ, რათა „ოცნების“ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია გავაძლიეროთ

ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასევე მზად არიან, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გაძლიერდეს“.

„კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სრულიად მიუღებელია.

„საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მისი შენარჩუნება ნამდვილად სურთ. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მარტა კოსმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო