ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მომხსენებლებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. ასევე შეხვედრაზე ისინი მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

ცნობისთვის, თანამომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, მომავალ დღეებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება