გურამ როგავა - ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება

ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისი თქმით, სოლიდარობის განცხადებები არავის სჭირდება.

„პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც ვეტყვი - არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. ვაპირებ ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“, - განაცხადა როგავამ.

ცნობისთვის, თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება