რასა იუკნევიჩიენე - დროა დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში

დროა დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ.

„რაც ახლა საქართველოში ხდება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის, რომელიც ევროპის პერიფერიაზე ხდება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: არაღიარება, სანქციები და ახალი არჩევნები. არაღიარება - „ქართული კოშმარი“ ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტების თავიდან აცილება მოხდეს. სანქციები - გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ აშშ-მა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა. ახალი არჩევნები - დროა დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა გზა არ არის“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

რასა იუკნევიჩიენეს საპასუხოდ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს დასახმარებლად მეტია გასაკეთებელი.

„როგორ დავეხმაროთ საქართველოს? მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი პრიორიტეტების სიაში საქართველო უფრო მაღლა იქნება. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს ჩართულობისთვის მადლობას ვუხდი. თქვენს მიერ აღნიშნულ სამივე საკითხს განვიხილავთ. ეს ყველაფერი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ამას უკვე განვიხილავთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს