ნინო ლომჯარია - შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან რეპრესიები მიმდინარეობს

შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან რეპრესიები მიმდინარეობს, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან და მისი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

„ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას ევროსაბჭოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ინფორმაცია, ნაწამები ადამიანების შესახებ, რაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, ასევე აქციების დროს ნაცემ და ნაწამებ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შესახებ ვისაუბრებთ, ასევე ძარცვისა და არაადამიანურ მოპყრობაზეც.

მათ პერიოდულობით ვაწვდით ინფორმაციას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ყურადღებას "ქართული ოცნების მიერ მიღებულ შემლახავ კანონებსა და მისი აღსრულების მექანიზმებზე გავამახვილებთ",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება