ირაკლი კუპრაძე - დევნა დამოუკიდებელი მედიის, მზია ამაღლობელის, არ დარჩება დაუსჯელი! - მათ მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რასაც ჩადიან დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ!

დამოუკიდებელი მედიის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორის, მზია ამაღლობელის დევნა არ დარჩება დაუსჯელი! მათ მოუწევთ პასუხისგება აუცილებლად იმისთვის, რასაც ჩადიან დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის განმარტებით, ისინი საგარეო ველზე მუშაობენ იმისთვის, რომ სანქციები გაგრძელდეს და ყველა იმ პირს დაედოს სანქცია, ვინც „რუსული რეჟიმის დავალებით ძალადობენ დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაზე, მოქალაქეებზე, პოლიტიკური პარტიის წევრებზე“.

„სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც არიან დაკავებულები და ძალადობის მსხვერპლები რუსული რეჟიმის მხრიდან!

ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელშიც მონაწილეობენ ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. ისინი რუსული რეჟიმის დავალებით ძალადობენ დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაზე, მოქალაქეებზე, პოლიტიკური პარტიის წევრებზე, რიგით ბათუმელებზე.

ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საგარეო პარტნიორებთან. გუშინაც, დღესაც, ხვალაც შედგა და შედგება ათეულობით კონგრესმენთან და სენატორთან შეხვედრები, ჩვენი ლიდერების თანამონაწილეობით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში სანქციების მთავარ შემოქმედ პირთან, ჯო უილსონთან, რომელიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ „ტიტუშკებისთვის“, მოძალადეებისთვის სანქციების დაწესების პროცესში.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, ვაშინგტონში იმყოფებიან.

მზია ამაღლობელის საქმე, ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო, მისი საქმე იქნება იმ პირების, მათ შორის ჯო უილსონის მაგიდაზე, რომლებიც მუშაობენ „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების თემაზე.

ფაქტობრივი მტკიცებულებაა, რომ დგებუაძე, ბესელია და ეს პირები ყოველდღიურად ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დავალებებს ასრულებენ.

დევნა დამოუკიდებელი მედიის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორის, მზია ამაღლობელის, არ დარჩება დაუსჯელი! მათ მოუწევთ პასუხისგება აუცილებლად იმისთვის, რასაც ჩადიან დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ!

ჩვენ ვშრომობთ საგარეო ველზე და ეს სანქციები ძალიან მალე იქნება ხელშესახები, სწორედ იმ სახელმწიფოსგან, რომლისგანაც დასანქცირება რიგი პოლიციელების, საჯარო მოხელეების, იქნება განაჩენი მათი საჯარო სამსახურში სამომავლოდ არსებობისაც კი“, - განაცხადა კუპრაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო