ეკა გიგაური - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან

მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიგაურმა განმარტა, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი არის შეაფასონ ის მიმდინარე პროცესები, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

„მათი როლია დააგროვონ ინფორმაცია, კონკრეტული ანგარიში დაწერონ. ეს შეეხება არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ იმ კანონებს, რომელიც ბოლოს პერიოდში მიიღეს. ჩვენ ვსაუბრობდით მიმდინარე მოვლენებზე, დაკავებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, წამებაზე, რომელსაც ადგილი აქვს დაკავებულებთან მიმართებაში. ასევე მედიაგარემოზე ვისაუბრეთ, მზია ამაღლობელზეც, დაუსაბუთებლად იქნა დატოვებული წინასწარ პატიმრობაში. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეგხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ“, - აღნიშნა გიგაურმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს